სავაჭრო შეთანხმება

ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმება გაფორმდა. 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ხელი პარაგვაის დედაქალაქში მოაწერეს. მისი მიზანი ტარიფების შემცირება და ორ რეგიონს შორის ვაჭრობის გააქტიურებაა. შეთანხმების ძალაში შესასვლელად ახლა ევროპარლამენტის თანხმობაა საჭირო. ასევე, უნდა მოხდეს მისი რატიფიცირება არგენტინის, ბრაზილიის, პარაგვაისა და ურუგვაის საკანონმდებლო ორგანოების მიერ. ფერმერებისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების უკმაყოფილების მიუხედავად, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამხრეთ ამერიკული იაფფასიანი პროდუქტის იმპორტი გაიზრდება, ევროპის ქვეყნებმა მაინც შეძლეს და კონსენსუსს მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე დიდ თავისუფალი ვაჭრობის ზონას შექმნის.