სავაჭრო ომის ახალი ფაზა აშშ-სა და კანადას შორის 

21:18, 21.07.2026

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კანადასთან სავაჭრო ომს განაგრძობს.

ეკონომიკური დავა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დონალ ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე დაიწყო და კანადის ამერიკის 51-ე შტატად გამოცხადების მუქარაში გადაიზარდა, ამ დრომდე გრძელდება. ტაქტიკა უცვლელია: ზუსტად ერთ თვეში კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე ამერიკა ახალ 50 %-იან ტარიფებს ამოქმედებს. მიღებული გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად, თეთრი სახლი ამერიკულ საქონელზე დაწესებულ დისკრიმინაციულ ტარიფებს ასახელებს, მაგრამ თუ ტრამპის განცხადებებს დავეყრდნობით, მიზეზი სულ სხვაა. როგორც ირკვევა, შტატების პრეზიდენტი უკმაყოფილოა ხანძრების კვამლით, რომელიც კანადის ტყეებიდან ამერიკის ტერიტორიაზე ვრცელდება. ტრამპი კვამლის გავრცელებით გამოწვეულ მასშტაბურ ზარალზე მიუთითებს და ოტავას ტყეების არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებს. მაშინ როდესაც, ამერიკის ლიდერი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, საპასუხო ტარიფებით იმუქრება კანადა, მოსაზღვრე სახელმწიფოს დღეს ისიც შეახსენეს, თუ როგორ იქცევიან რთულ ვითარებაში პარტნიორები.

მსგავსი