სავაჭრო ომი 

ევროკავშირი ამერიკას საპასუხო სატარიფო პოლიტიკით უპასუხებს.

ევროკომისიის შესაბამის წინადადებას ევროპელმა ლიდერებმა მხარი დაუჭირეს. პარალელურად ბრიუსელი ვაშინგტონთან მოლაპარაკების აუცილებლობას ხედავს. 20%-იანი ტარიფი, რომელიც ტრამპმა ევროკავშირის ქვეყნებს დაუწესა, ევროპის ქვეყნების მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებად და გლობალური ეკონომიკისთვის ზიანის მომტან სავაჭრო ომად ფასდება. კიდევ უფრო მძაფრი აღმოჩნდა ოფიციალური პეკინის რეაქცია. საპასუხო ზომების გამო ყველაზე მაღალი ტარიფი ამერიკამ სწორედ ჩინურ პროდუქციაზე დააწესა. ჩინეთი აშშ-ს ჩაგვრაში ადანაშაულებს და მოლაპარაკებისთვის პირობებს უყენებს. გადაწყვეტილებას, რომლითაც ტრამპი სავაჭრო დეფიციტის შემცირებას და ამერიკის საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას ცდილობს, უკვე მოჰყვა ნეგატიური ეფექტები.