სავაჭრო ომი ვაშინგტოსა და ანკარას შორის

უკიდურესი დაძაბულობის შემდეგ, ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შანსები ჩნდება.

ტარიფების ომის ფონზე ოფიციალური ანკარა მოლაპარაკებისთვის მზად არის, თუმცა გარკვეული პირობებით. ვაშინგტონი კი თურქეთის ხელისუფლებას ამერიკელი პასტორის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვს.

ფინანსური კრიზისის შემდეგ დღეს პირველად თურქული ეროვნული ვალუტა ლირა დოლართან მიმართებაში 6%-ით გამყარდა. თურქეთს რამდენიმე მილიარდიანი ინვესტიციით დახმარების ხელი ყატარის მთავრობამ გაუწოდა.

დატოვე კომენტარი