სავაჭრო ომი - ტრამპის პირობები 

გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება და შესაძლო რეცესია – ასეთია პროგნოზები დონალდ ტრამპის მიერ 180-ზე მეტი ქვეყნისთვის ტარიფების დაწესების შემდეგ.

სავაჭრო ომად შეფასებული ახალი სატარიფო პოლიტიკა უკვე აისახა საფონდო ბირჟების ინდექსებზე და ნავთობისა და სპილენძის ფასებზე, რომლებიც იკლებს. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნეგატიური ეფექტი მოჰყვა თავად აშშ-ის ბაზარზეც. ევროკავშირი საპასუხო ზომებისთვის ემზადება. რა ფორმით უპასუხებს 20%-იანი ტარიფის დაწესებას ევროგაერთიანება, ჯერ ერთიანი პოზიცია შეჯერებული არ არის. ქვეყნების ნაწილი მოლაპარაკებების მომხრეა. თუმცა მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასაჯდომად ამერიკის პრეზიდენტი ევროპას პირობას უყენებს. საკმაოდ მწვავეა აღმოჩნდა ოფიციალური პეკინის რეაქცია. ჩინეთმა ამერიკულ იმპორტზე საპასუხო ტარიფები აამოქმედა, რასაც ტრამპის მუქარა მოჰყვა. აშშ-ის პირველი პირი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.