სავაჭრო ომი - საპასუხო ტარიფები ამერიკულ  პროდუქციაზე 

ცვლილებები გლობალურ ვაჭრობაში.

დონალდ ტრამპის რეზონანსული გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირი საპასუხო ზომებისთვის ემზადება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიით უპასუხებენ ამერიკის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვით 180-ზე მეტ ქვეყანას აშშ-მა ტარიფები დაუწესა. აზრთა სხვადასხვაობაა ევროკავშირის ქვეყნებს შორის, საიდანაც ამერიკაში შესული პროდუქცია 20%-ით დაიბეგრება. ქვეყნების ნაწილი ამერიკულ იმპორტზე საპასუხო ტარიფების ამოქმედების იდეას არ ეთანხმება და მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა. აშშ-ის ახალ სატარიფო პოლიტიკას ანალოგიური გადაწყვეტილებით უპასუხა ჩინეთმა, რომელიც ამერიკას საერთაშორისო ვაჭრობის წესების დარღვევაში ადანაშაულებს. ვაჭრობის სფეროში გლობალური ცვლილებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დავის დაწყების მიზეზი ხდება.