სავაჭრო ომი და ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობა

მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის – აშშ-ს და ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიო ბაზრებზე გაურკვევლობას და გლობალური რეცესიის საფრთხეს ქმნის.

ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან 145 %-მდე გაზრდილ სავაჭრო გადასახადებს, პეკინმაც მაღალი ტარიფებით უპასუხა. მსოფლიო სავაჭრო დაძაბულობის ფონზე  ჩინეთი მოკავშირეებს ეძებს და   ევროკავშირს  მოუწოდებს „ცალმხრივ ჩაგვრას“ ერთად გაუმკლავდნენ. პეკინსა და ბრიუსელს შორის ბოლო დღეებში კონტაქტების გააქტიურება შეინიშნება. მხარეები კრიზისიდან გამოსვლას მოლაპარაკებების გზით ემხრობიან. შეძლებს თუ არა ევროკავშირი ტრამპის მიერ ტარიფებზე გამოცხადებული 90-დღიანი პაუზის გამოყენებას და ვაშინგტონთან ვაჭრობის საკითხზე შეთანხმების მიღწევას – ვაჭრობის ევროკომისარი ამ შაბათ-კვირას აშშ-ში მიემგზავრება. ბრიუსელს  დაგეგმილ მოლაპარაკებებში  წარმატების იმედი აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მზად არის ამერიკას საპასუხო მაღალი ტარიფები დაუწესოს.