სავაჭრო ცენტრების შესაძლო გახსნა

ამ ეტაპისთვის არც მოლებისა და ტანსაცმლის ბაზრობების გახსნის საკითხია გადაწყვეტილი. ამ თემაზე, ბიზნესობუდსმენმა დიდი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. დისკუსიას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსიც ესწრებოდა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი, თითოეულ ობიექტს გახსნამდე, პრევენციულად  შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

თუმცა როდის ამუშავდება ობიექტები, ზუსტი თარიღი ვერ სახელდება.  სამთავრობო გეგმის მიხედვით, სავაჭრო მოლების  გახსნა მეოთხე, ხოლო დახურული ტიპის ბაზრობების ამოქმედება მეხუთე ეტაპზეა განსაზღვრული – შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება, ჯერ უცნობია.