თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალი სხვადასხვა სახის ლიტერატურულ, შემოქმედებით და საგანმანათლებლო ღონისძიებას აერთიანებს. ასევე მოეწყო უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნების გამოფენა-გაყიდვა, ახალი გამოცემების პრეზენტაცია. ფესტივალის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების მონაწილეობით, ქართული საოპერო კონცერტი გაიმართება.