საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოვება

2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებლად სკოლა „ქორალის“ პედაგოგი ნათია ფურცელაძე დასახელდა.

დაჯილდოვება დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.  კონკურსში გამარჯვებულს ჯილდო განათლების მინისტრმა გადასცა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელს ყველა საგანში გამოავლენს.