საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენელთა შეხვედრა დაიწყო
საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი. უკრაინულ დელეგაციას შეხვედრაზე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. საუდის არაბეთში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა ის აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს. ჯიდაში მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინასა და აშშ-ის შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.