საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანმა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა.
მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში საუდის არაბეთის ტურისტების მზარდ დინამიკას, რასაც ხელს შეუწყობს პირდაპირი ავია რეისები.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ურთიერთობების გამყარების მიზნით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.