საუდელი დების მოთხოვნა

საუდის არაბეთის ორი მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დები საკუთარ მძიმე ცხოვრებაზე ჰყვებიან და სამშობლოდან გამოქცევის მიზეზად ძალადობას და დევნას ასახელებენ.

მაჰა და ვაფა ალ სუბაიების მონაყოლის მიხედვით, მათი უფლებები მუდმივად ირღვეოდა როგორც ოჯახში, ისე ოჯახს გარეთ.

გოგონები ოჯახის წევრებისგან მოსალოდნელ საფრთხეზეც საუბრობენ. ხელისუფლება თბილისში ჩამოსულ დებს თავშესაფრის მიღების პროცედურის დაწყებას სთავაზობს.