„საუბრები კლიმატზე“

„საუბრები კლიმატზე“, – კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის საჯარო ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდასა და საზოგადოების მობილიზებას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედებებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფორუმზე აღნიშნა, რომ საქართველო პარიზის შეთანხმებისა და გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მონაწილეა და ამ კონვენციით განსაზღვრულ ვალდებულებებს ეტაპობრივად ახორციელებს.