საუბარი თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის

12:02, 06.03.2026

თურქეთის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ქალაქ ნახიჩევანზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო და აზერბაიჯანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 5 მარტს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული „უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია“ უწოდა.

მსგავსი