„სატყეო სკოლა 2026“ 

21:44, 14.06.2026

„სატყეო სკოლა 2026“ – პროექტი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, წელს მეშვიდედან მეცხრე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მასპინძლობს.

ერთი კვირის განმავლობაში მოზარდებმა თეორიული კურსი გაიარეს, პრაქტიკულ აქტივობებში კი უშუალოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჩაერთნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღია კონკურსით შერჩეულმა მოზარდებმა ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებში გაიღრმავეს. როგორ მუშაობს ტყის ეკოსისტემა, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ბუნებაზე და როგორია მეტყევის პროფესია – სატყეო სკოლა ახალგაზრდებს ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას უზიარებს.

 

მსგავსი