სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება

რეფორმა, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო, 2018 წლის პირველი იანვრიდან ნაწილობრივ ძალაში შევიდა. საუბარია სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ ინსპექტირებაზე, რაც ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა. რეფორმა გრძელვადიანია, მისი სრულად ამოქმედების ვადა კი 2019 წლის იანვარია. მსუბუქი მანქანების ტექ-დათვალიერება 2018 წლის ოქტომბრიდან გახდება სავალდებულო და ძრავის და ავტომობილის ასაკის მიხედვით ეტაპობრივად გაგრძელდება.

ამ ეტაპზე ტექ-დათვალიერება მხოლოდ სამგზავრო და სატვირთო ავტომობილების ნაწილსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე მსუბუქ მანქანებზე ვრცელდება. თუ რეფორმის გარშემო დამატებითი კითხვები გაქვთ, მაშინ ცხელ ხაზზე უნდა დარეკოთ, რომელიც უკვე ამოქმედებულია.