სათხილამურო სეზონი სვანეთში  

სვანეთში, ზურ-ლუდის 2023 წლის შეჯიბრით დაიხურა ზამთრის სათხილამურო სეზონი.

შეჯიბრი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველში მონაწილეობა მოყვარულმა სპორტსმენებმა მიიღეს, ასპარეზობა ღამის ტრასაზე გაიმართა. მერე ეტაპი კი ვეტერან სპორტსმენებს შორის უკვე დღისით გაიმართა. მოთხილამურეები ერთმანეთს გიგანტურ სლალომში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის ტრასების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობით მოეწყო.

ზურ-ლუდის თასს სვანეთმა უკვე მეორედ უმასპინძლა.