სათხილამურო კურორტი ბეთანიაში 

მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება ბეთანიაში.

დასახლებაში სათხილამურო კურორტის მოწყობა დაანონსდა. გეგმაშია 500-მეტრიანი სასრიალო ტრასის მოწყობა, ხელოვნური გათოვლიანება და ბიგელის ტიპის თანამედროვე საბაგიროს განთავსება. თბილისიდან 18 კილომეტრში ზამთრის სპორტის განსავითარებლად სათხილამურო ტრასა 13 წლის წინაც მოეწყო, თუმცა დასასვენებელი ინფრასტრუქტურა ახლა თითქმის სრულად არის განადგურებული. სამუშაოების დაწყება იმავე ადგილზე იგეგმება. პროექტირებაზე ტენდერის გამოცხადებას მერია რამდენიმე დღეში აპირებს.