ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედიასაშუალება „ბლუმბერგზე“ სატელევიზიო და ციფრული მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
პორტალზე საქართველოს შესახებ სპეციალური გვერდი შეიქმნა, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლი, სტატია და ფოტოგალერეა არის განთავსებული. საიტზე საქართველოს შესახებ ელექტრონული ბანერები განთავსდა, ხოლო ტელეკომპანიის ეთერით ვიდეორგოლი გადაიცემა. საქართველოს შესახებ „ბლუმბერგზე“ კამპანია 7 ივნისს დაიწყო და 7 ივლისს დასრულდება.