სატელეფონო საუბარი მაკრონსა და ივანიშვილს შორის

ემანუელ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს და ამბობს, რომ დისკუსია საფრანგეთს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.
ამავე განცხადების მიხედვით მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი.

საუბარს, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა, ​უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა.