სატელეფონო საუბარი აშშ-ის თავდაცვის მდივანთან

ამერიკის თავდაცვის მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევას, რომ რუსული აგრესიის ფონზე, კვლავ დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში, – საუბარი ამის შესახებ ტელეფონით, ლოიდ ოსტინსა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის შედგა. ინფორმაცია ამ კომუნიკაციის შესახებ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება. პენტაგონის ცნობით, ამერიკის თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთაშორისო სამხედრო მისიებში მონაწილეობისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.

მოამბე