სატელეფონო ჩანაწერი

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ცესკო-დან წასული ივანე ბურდული, სავარაუდოდ, ცესკო-ს თანამშრომლისგან სამსახურიდან წასვლას ითხოვს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.

გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, რომელიც პორტალმა „კვირამ“ გამოაქვეყნა, ივანე ბურდული მისსივე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან, მისი ნაბიჯის გამეორებას და ცესკო-დან წასვლას ითხოვს. მათ შორის ხმაურით წასვლის შემთხვევაში თანხასაც სთავაზობს. ივანე ბურდული საქართველოს პირველი არხის ზარებს არ პასუხობს. პორტალ „კვირასთან“ კომენტარში კი, ამბობს, რომ ჩანაწერი ყალბია და აუდიოში მისი ხმა არ არის. ამ ჩანაწერის გავრცელება კი ცესკო-დან მის წასვლას უკავშირდება.