სათავგადასავლო ტურიზმი

გუდაურში, სტეფანწმინდასა და მესტიაში ტურიზმის სფეროში დასაქმების მსურველებისთვის „სათავგადასავლო ტურიზმის გამყოლის მომზადების საბაზისო სასწავლო კურსი“ გაიმართა.

სწავლებაში უმეტესად ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ტრენინგი სამთო გიდებმა ჩაატარეს. საერთო ჯამში გადამზადება 110 ადამიანზე მეტმა გაიარა.

სასწავლო კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

სწავლების მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.