აზარტული თამაშების სექტორის რეგულირება კიდევ უფრო მკაცრდება.
ცვლილებებით, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია, მკვეთრად იზრდება ჯარიმების ოდენობა. ბაზრის ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც სანებართვო და სალიცენზიო პირობებს დაარღვევს, ბევრად მეტს გადაიხდის. სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევა კი დაკისრებული ჯარიმის გასამმაგების ნაცვლად, შესაბამისი ნებართვის საერთოდ გაუქმებას გამოიწვევს. მთავრობა მიღებულ გადაწყვეტილებას სექტორის უფრო ეფექტიან რეგულირებით ხსნის, თუმცა ასე არ ფიქრობენ ბაზრის მოთამაშეები და პრიორიტეტად სხვა პრობლემების მოგვარებას ასახელებენ.
როგორ ხვდება სექტორი დაანონსებულ ცვლილებებს და არის თუ არა გამოსავალი ჯარიმების გამკაცრებაში – შალვა სუმბაძე დეტალებით.