სათამაშო ბიზნესის ნებართვების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

15:20, 27.04.2026

სათამაშო ბიზნესის ნებართვების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება. აღნიშნული მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება. შესაბამის ცვლილებებს, რომელიც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“და მის თანმდევ კანონში შედის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ინიციატივის მიხედვით, თუ აქამდე სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევა, დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას იწვევდა, ახლა მოხდება ნებართვის გაუქმება.

საკითხის მომხსენებლისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებები სანქციების პრევენციულ ეფექტს გააძლიერებს და სანებართვო პირობების დაცვას უზრუნველყოფს.

მსგავსი