სათამაშო ბიზნესის ბრუნვა და დაგეგმილი რეგულაციები

სათამაშო ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სფეროდ რჩება.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს წლიური ბრუნვა მკვეთრად გაიზარდა და ის 32 მილიარდ ლარს შეადგენს. დაკვირვება აჩვენებს, რომ არაერთი რეგულაციის მიუხედავად, წლიდან წლამდე ქვეყანაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს. ერთ-ერთ მიზეზად პანდემიაც სახელდება, რა დროსაც ონლაინ-კაზინოების და ონლაინ-ტოტალიზატორების მომხმარებლების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. სფეროს სპეციალისტები სათამაშო ბიზნესის გაკონტროლებას და შემზღუდავი ზომების მიღებას ითხოვენ. თავის მხრივ ფინანსთა სამინისტრო 2022 წლიდან ამ სფეროს საკანონმდებლო კონტროლის ქვეშ მოქცევის პირობას დებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან საქართველოს პირველმა არხმა აზარტული თამაშების რეკლამების განთავსებაზე უარი თქვა.

დატოვე კომენტარი