სათამაშო ბიზნესი და ინკოგნიტო ბარათები

სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო შეზღუდვის პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია.

გადაწყვეტიილების მიღებამდე ბაზარზე მოქმედი კომპანიები მომხმარებლებს ახალ პროდუქტებს სთავაზობენ.

საუბარია არასაბანკო-ინკოგნიტო პლასტიკურ ბარათებზე, რომლებსაც მომხმარებლები სათამაშოდ იყენებენ, თანხის გამოტანა კი ბანკომატებიდანაც შეიძლება.

სათამაშო ბიზნესში ჩართული მოქალაქეები ამ გზით სესხის აღებისას სავარაუდო რისკებს იცილებენ თავიდან. თუმცა ექსპერტები ამ პროცესში მაინც ხედავენ გარკვეულ საფრთხეებს.