საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ინიციატივით, ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციასთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, სასწრაფოს ექიმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნინო წილოსანის თქმით, მარტი ქალთა ისტორიის თვეა და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო სასწრაფო დახმარების ქალი თანამშრომლების დაჯილდოება, რომლებიც სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან. ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა ექიმებისა და ექთნების ღვაწლს.