სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრები გაერთიანდება

ჯანდაცვის სამინისტროს „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ და „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ერთიანდება.

ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას აღნიშნული სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების გაერთიანება მიზნად ისახავს ერთიანი, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება პაციენტის ინტერესებისა და მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე.

გაერთიანებული ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება.