სასწრაფო სამედიცინო ცენტრის საერთაშორისო აღიარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატის მფლობელია. აისო 9001:2015 მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ ხარისხის მენეჯმენტის სისტემას წარმოადგენს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემა და მისი თანამშრომლები სრულად აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს. ხარისხის აღმნიშვნელი საერთაშორისო სერტიფიკატი ცენტრის ხელმძღვანელს ჯანდაცვის მინისტრმა გადასცა. უწყების ხელმძღვანელმა ამ ფორმით სასწრაფოს ექიმებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრანსპორტის დღე მიულოცა.