სასწრაფო დახმარების ცენტრმა ISO სტანდარტი მიიღო

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO  სერტიფიკატი მიენიჭა, რომელიც ცენტრმა საერთაშორისო ავსტრიული კომპანიის  მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად მიიღო. სერტიფიკატის მინიჭება ადასტურებს, რომ ცენტრში ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ხარისხის გაუმჯობესება უწყვეტი პროცესია. ეს ფაქტი და ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ტრანსპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა ღონისძიებაზე, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი და სასწრაფო დახმარების ექიმები დაესწრნენ.