მესაზღვრეებისთვის სასწავლო სროლები ჩატარდა.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების „სენაკის“, „სიმონეთის“, „ორფოლოს“ სასროლეთებზე გაიმართა. კურსის მიზანია მესაზღვრეების ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების, საშტატო იარაღის საბრძოლო თვისებებისა და მოწყობილობის, აგრეთვე შენახვის, მოვლის და უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ ცოდნისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება.