სასწავლო წელი შესაძლოა, შერეული მოდელით განახლდეს

ახალი სასწავლო წელი შესაძლოა, ე.წ. შერეული მოდელით დაიწყოს და ძალაში დარჩეს ონლაინსწავლებაც. განათლების მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ორი მეთოდის დაბალანსებული გამოყენებით, შესაძლებელი იქნება, სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ დაწყება და გაგრძელება. მისივე განცხადებით, სკოლებთან დაკავშირებით, რეკომენდაციები ამ დღეებში დასრულდება და გამოქვეყნდება. რაც შეეხება ბაღებს, თამარ გაბუნიას თქმით, საბავშვო ბაღებში ონლაინმექანიზმის გამოყენება შეუძლებელია, რის გამოც, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.