სასწავლო პროგრამა
ტექსტილის რესტავრაციისა და კონსერვაციის პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა ამოქმედდა, ეროვნული მუზეუმის ბაზაზე შექმნილ სარესტავრაციო სახელოსნოში.
ფრანგმა და ქართველმა რესტავრატორებმა, რვა დამწყებ სპეციალისტთან ერთად, პრაქტიკული და თეორიული საქმიანობა დაიწყეს. სასწავლო პროგრამა ერთი წელი გაგრძელდება. გათვალისწინებულია საქართველოს ტექსტილური მემკვიდრეობის რესტავრაცია, კონსერვაციისა და ეროვნული მუზეუმისთვის ახალი მუდმივმოქმედი ეთნოგრაფიული გამოფენის დიზაინ-კონცეფციის შემუშავება. აღნიშნული სწავლება პროექტ Georgian Infusion-ის ფარგლებში ხორციელდება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.