სასწავლო პროგრამა ონკოლოგებისთვის
ონკოლოგიის ქართველი რეზიდენტებისთვის, ქუთაისში სასწავლო პროგრამა დაიწყო.
პროექტი, რომელიც ევროპის ონკოლოგიის სკოლის და სამედიცინო კორპორაცია „ვიანის“ ერთობლივი ძალისხმევით ტარდება, საქართველოში პირველი პრეცედენტია. გამოცდილი სპეციალისტები კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს ახალგაზრდებს გაუზიარებენ.
ლექციები ონლაინ სასწავლო პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება.