სასწავლო პროცესის განახლება

დღეიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განახლდა, გარდა თბილისის, ქუთაისის და რუსთავის. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. ტესტირებას დაექვემდებარებიან მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი. სავალდებულო სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ მოხდება.

დატოვე კომენტარი