სასწავლო პროცესი კახეთში

პირველ თებერვლამდე სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება კახეთის 209-ვე საჯარო სკოლაში. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

თელავის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში მიზეზად ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებას, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს და მოსალოდნელ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს ასახელებენ.