სასწავლო პროცესის დაწყების პირობები  

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებამ გავლენა მოახდინა სასწავლო პროცესის განახლების თარიღზე.

ექვს ქალაქში, მათ შორის თბილისში, სკოლები მოსწავლეებს 15 სექტემბრის ნაცვლად პირველ ოქტომბერს მიიღებენ. 15 სექტემბრიდან კი მითითებულ ქალაქებში სწავლის პროცესი დისტანციურად დაიწყება. შეზღუდვა ეხება იმ კერძო სკოლებსაც, სადაც სწავლა უკვე დაწყებული იყო. დღევანდელი გადაწყვეტილება არ ვრცელდება სხვა ქალაქებსა და რაიონებზე, სადაც სასწავლო პროცესი სკოლებში დაგეგმილ დროს, ანუ სამშაბათიდან განახლდება. გამონაკლისი ბათუმი და ქობულეთია, სადაც გაზრდილი რისკების გამო სწავლის სკოლებში დაწყება ისედაც ოქტომბრამდე იყო გადატანილი. პარალელურ რეჟიმში გრძელდება სასწავლო დაწესებულებების შემოწმება იმის გასარკვევად, რამდენად მოერგნენ ისინი „კოვიდ“-რეალობას და რამდენად მზად არიან სწავლის კლასებში განსაახლებლად.

გენო ოსიყმაშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს.