800-მდე საჯარო სკოლიდან, სადაც დიდთოვლობის გამო სწავლის პროცესი შეჩერებული იყო, მუშაობას განაახლებს. ხვალიდან მოსწავლეებს დაახლოებით 750 სკოლა მიიღებს. სწავლის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება 50-მდე სკოლაში. ამის შესახებ განათლების მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, 10-ზე მეტ სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.