სასწავლო პროცესი სკოლებში

15:08, 14.02.2021

15 თებერვლიდან კოვიდრეგულაციები იხსნება სკოლებშიც და სამ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბავშვები სკოლის შენობებს უბრუნდებიან. განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების მიხედვით, მოსწავლეებმა მეხუთე კლასიდან ზემოთ, სკოლის სივრცეში პირბადე უნდა ატარონ. ძალაში რჩება არჩევის სისტემაც და სპეციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ, მოსწავლე დისტანციურ რეჟიმზე დარჩება. ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საკოორდინაციო საბჭო, სკოლების ბუფეტებისა და სხვადასხვა წრეების ეტაპობრივად ამოქმედების საკითხსაც განიხილავს.

მოამბე

მსგავსი