საქართველოს მასშტაბით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იმართება. მონაწილეობს პირველი ტურის შედეგად თითოეულ საგანში გამოვლენილი 1 000 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, და უცხო ენა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი პროცესის მიმდინარეობას თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო.
ოლიმპიადის მეორე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 70-მდე საგამოცდო ცენტრში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.