სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური

15:34, 09.03.2025

2024-25 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე, დასკვნითი ტური დაიწყო. მესამე ტურის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულთა ათეული. ასევე, დასახელდებიან ის კანდიდატები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას. პროცესს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან ერთად გაეცნო. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელს სამ ტურად ატარებს. ოლიმპიადაში მონაწილეობა მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში კი საბაზო საფეხურის მოსწავლესაც შეუძლია.

მსგავსი