სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დასკვნითი ტური გაიმართა. მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 10 ათასობით მოსწავლემ მიიღო. მიზანი მოსწავლეებში ცოდნისა და უნარების გამოვლენის ხელშეწყობა, მოტივაციის ამაღლება და კონკურენტული საგანმანათლებლო გარემოს შექმნაა. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ოთხი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული განრიგის შესაბამისად მიმდინარეობდა.