„სასწაულის მოლოდინში“ - პრემიერა აფხაზეთის თეატრში

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გურამ ოდიშარიას სცენარით შექმნილი სპექტაკლის, „სასწაულის მოლოდინში“ პრემიერა გაიმართა. რეჟისორ გიორგი კაშიას სპექტაკლის მთავარი მიზანია, აღადგინოს და განავითაროს ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაწყვეტილი კავშირები. სპექტაკლის პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად დაესწრო.