სასურსათო მარაგი ქვეყანაში

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, მარკეტებს უამრავმა ადამიანმა მიაკითხა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მოსახლეობას პანიკის საუძველი არ აქვს და პროდუქტის მიწოდება საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც შეუფერხებლად მოხდება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, უმჯობესია, პროდუქტების შეძენა ორგანიზებულად მოხდეს, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა.