სასურსათო ფასების რეგულირება
რა ფაქტორები განაპირობებს სასურსათო პროდუქტებზე მაღალ ფასნამატს – პრემიერის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც საკითხის შესწავლას ითვალისწინებს, კერძო სექტორთან შეხვედრები უახლოეს დღეებში დაიწყება. უკვე დაკომპლექტებულია მთავრობის საკოორდინაციო კომისია და შესაბამის უწყებებთან ერთად პრუდუქტების ფასებთან დაკაშირებული კვლევები დაწყებულია. შესწავლის საგანია როგორ ხდება ფასწარმოქმნა და რატომ აღემატება სურსათის ღირებულება საქართველოში ევროპულ ფასებს რამდენჯერმე. სავარაუდოდ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების, შემდეგ გაირკვევა შესაძლებელი თუ არა სხვადასხვა პროდუქტზე ფასის დაწევა. მთავრობის ადმინისტრაციაში პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას უახლოეს მომავალში აანონსებენ.