სასულიერო პირები მთავრობას მიმართავენ

სასულიერო პირების მიმართვა ხელისუფლებას. სპეციალურ პრესკონფერენციაზე მღვდელმსახურებმა განცხადება ლგბტქიუ მოქალაქეების მიერ თბილისში მსვლელობის შესაძლო გამართვაზე გააკეთეს.

სასულიერო პირები მოუწოდებენ მთავრობას, არ დაუშვას მსგავსი ღონისძიების გამართვა. ამ განცხადებას მოძრაობა „ოლ აუთის“ წევრი თამაზ სოზაშვილი ეხმაურება. ის თვლის, რომ ცალკეული სასულიერო პირები არ გამოხატავენ საპატრიარქოს პოზიციას.

შეგახსენებთ, მოძრაობა „ოლ აუთმა“ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებაში დახმარების მიზნით, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე სპეციალური პეტიცია შეიმუშავა.