თბილისს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის სასტუმრო შეემატა.
„პარაგრაფ გოლფი“ და „სპა თაბორი“ საზეიმოდ გაიხსნა. სასტუმრო თაბორის მთაზე, ბოტანიკურ ბაღთან ახლოს არის განთავსებული. 500 მილიონიანი პროექტი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ტურიზმის განვითარების ფონდმა ააშენა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი „პარაგრაფ თაბორი“ წარმოადგენს „მარიოტის“ პრემიუმ ბრენდს, „ავტოგრაფ ქოლექშენს“ და ის თბილისის ტურისტული მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიას პრემიერი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.