სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულების გამოვლენა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სადოქტორო, სახელოვნებო და საჯარო მოხელეთა სასტიპენდიო პროგრამების გამარჯვებულები გამოავლინეს.

წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტუდენტების მეხუთე თაობა შეარჩია. მათ საშუალება მიეცემათ სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ცოდნა შვედეთის, იტალიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში.

წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი 500-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა, განაცხადი კი 240-მა აპლიკანტმა შეიტანა.